მზი

მზი, ტბა აფხაზეთის არ-ის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აწითაქუს ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 2053 . აუზის ფართობი – 0.8 კმ2, უდიდესი სიღრმე – 11,5 . ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ ცირკს. გეგმაში მას მართკუთხედის ფორმა აქვს. სანაპირო ხაზი სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. საზრდოობს თოვლის ნადნობი, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბიდან გამოედინება მდ. მზიმნა (მდ. ავადჰარის მარჯვ. შენაკადი). წყლის დონე ტბაში მაღალია გაზაფხულ-ზაფხულში, დაბალი – ზამთარში. სუსტად მინერალიზებულ ტბის წყალში ბინადრობს კალმახი. შემოგარენი ღარიბია მცენარეულობით.