ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი

ა. სუმბათაშვილ-იუჟინი

ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი (1857-1927), რუსი დრამატურგი, მსახიობი. თეატ­რალური მოღვაწე. დაიბა­და ტულის ოლქის სოფ. კუკუვკაში. 1863-77 წლებში ცხოვრობდა საქართველო­ში. თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის დამ­თავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1877-81). 1877 წელს შედგა მისი, როგორც დრამატურგის, დებიუტი. ავტორია ოცამდე პიესისა. ა. სუმბათაშვილ-იუჟინმა საქართველოს მიუძღვ­ნა ისტორიული დრამა "ღალატი" (1903). 1889 წლიდან ითარგმნებოდა ქართულ ენაზე. პროფესიულ სცე­ნაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში სოლცევის ფსევდონიმით. 1878-79 წლებში გამოდიოდა პეტერბურგის თეატრებში. 1882 წლი­დან გარდაცვალებამდე მოღვა­წეობდა მოსკოვის მცირე თეატრში: 1909 წლიდან იყო დასის მმართველი, 1918 წელს - სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, 1923 წლიდან - დირექტორი. მისი საუკეთესო როლებია: დიუნუა, მარკიზ პოზა (შილერის "ორლეანელი ქალწული", "დონ კარლოსი"); დონ-კარლოსი; მაკბეტი, რიჩარდ III (შექსპირის "მაკბეტი", "რიჩარდ III"); ფამუსოვი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან") და სხვ. 1923 წელს მონაწილება მიიღო რუსთაველის თეატრში კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში "მზის დაბნელება საქართველოში" ზ. ანტონოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

ა. სუბათაშვილი-იუჟინი გარდაიცვალა ნიცაში. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.