ივერი ფრანგიშვილი

ივერი ფრანგიშვილი (1930–2006), მეცნიერი მართვის სისტემების, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985). რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1981). დაიბადა საქართველოში, სოფ. დიდ ჯიხაიშში. 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1955 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (შემდეგ მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1985 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ტრაპეზნიკოვის სახ. მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, 1987 წლიდან - საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცედურების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში. 1992 წლიდან იყო საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ი. ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კა­ნონზომიერებების თეო­რიისა და პრინციპების დამუშა­ვება სხვა­დასხვა ბუნების სისტემების ფუნ­ქციონირე­ბისათვის; მოძ­რავი ამოცანებისა და აღმოჩენისათვის ახალი (ფონური) პრინციპების დამუშავება და სხვ. ი. ფრან­გიშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს რუსეთში.

ი. ფრანგიშვილი მოსკოვში გარდაიცვალა.