ჯაბადარი, ალი ყული ბეგი

ჯაბადარი, ალი ყული ბეგი (XVII), ირანში მოღვაწე ქართული წარმოშობის მხატვარი. შემორჩენილია მისი რვა მინიატურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი - 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატურის ტრადიციების მიხედვით, შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანული მინიატურების ნიმუშებს.