გუსტავ რადე

გუსტავ რადე (1831-1903), ბუნებისმეტყველი და ეთნოგრაფი. წარმოშობით გერმანელი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაიბადა დანციგში (ახლანდ. გდანსკი, პოლონეთი). 1852 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში. 1863 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. თავდაპირველად იგი ობსერვატორიის თანამშრომელი იყო, ხოლო 1864 წლიდან რუსეთის მეფისნაცვლის დავალებით შეუდგა კავკასიის კვლე­ვას. ბოტანიკური და ზოოლოგიური კვლე­ვები ჩაატარა ამიერკავკასიის ყველა ნაწილში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონებში. 1867 წელს მისი მონა­წილეობით ხელმეორედ გაიხსნა კავკასიის მუზეუმი (დაარსდა  1852 წელს თბილისში მწერალ ვ. სოლოგუბის ინიციატივით, დაიხურა 1864 წელს) ეს იყო პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი რუსეთის იმპერიაში. გ. რადე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მუზეუმს, რომელიც მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში. გ. რადემ ხელი შეუწყო თბილისის ჩამოყალიბებას კავკასიის სამეცნიერო ცენტრად. დიდია მისი დამსა­ხურება კავკასიის ფიზიკურ–გეოგრაფიული აღმოჩენების სფეროში.

გ. რადე თბილისში გარდაიცვალა.