სერგეი სუდეიკინი

სერგეი სუდეიკინი (1882-1946), რუსი მხატვარი. სწავლობდა პეტერბურგში ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში (1897-1909), პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1909-იდან). 1917-1920 წლებში თბილისში ცხოვრობდა. აქ იგი დაუკავშირდა „ცისფერყანწელებს“. Lლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, კირილ ზდანევიჩთან და სიგიზმუნდ ვალიშევსკისთან ერთად მოხატა კაფე „ქიმერიონი“ (1919). ლადო გუდიაშვილის ცნობით, მისი მოხატულია კაფეში ჩასასვლელი კიბის მარცხენა მხარე. ეკუთვნის რამდენიმე სურათი ქართულ მოტივებზე. 1920 წელს გაემგზავრა პარიზში; 1923 წლიდან ცხოვრობდა ნიუ-იორკში.

ს. სუდეიკინი გარდაიცვალა ნიუ-იორკში.