ალექსეი ტოლსტოი

ა. ტოლსტოი

ალექსეი ტოლსტოი (1883-1945), რუსი მწერალი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946). დაიბადა ქ. ნიკოლაევსკში. სწავლობდა პეტერბურგის ტექნიკურ ინსტიტუტში (1901–1907). თბილისში პირველად 1915 წელს ჩამოვიდა, შემდეგ – 1932, 1935 და 1938 წლებში. საქმიანი, ლიტერატურული კონტაქტები ჰქონდა შალვა დადიანთან, ტიციან და ნინა ტაბიძეებთან, სანდრო ახმეტელთან, აკაკი ვასაძესთან, აკაკი ხორავასთან, მიხეილ ჭიაურელთან და სხვ. უშუალოდ მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე თავისი პიესის „14 სახელმწიფოს ლაშქრობის“ დადგმაში, ასევე აკაკი წერეთლის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმის მომზადებაში. ა. ტოლსტოიმ ქართულ თემატიკას მიუძღვნა მოთხრობები: „ეშერა“, „მცდარი ნაბიჯი“, „მთაზე“, ნარკვევები „კავკასიაში“. ერთ-ერთ ნარკვევში აღწერილია აკაკი წერეთლის დაკრძალვა.

ა. ტოლსტოი მოსკოვში გარდაიცვალა.