კნუტ ჰამსუნი (1859-1952), ნამდვილი გვარი პედერსენი, ნორვეგიელი მწერალი. Nნობელის პრემიის ლაურეატი (1920). დაიბადა ნორვეგიაში, ლომში. ბევრს მოგზაურობდა. 1899 წელს იმოგზაურა კავკასიაში, იყო საქართველოშიც. თბილისში ცხოვრობდა ორბელიანთა უბანში, ყოფ. სასტუმრო „ლონდონში“ (ახლანდ. ათონელის ქ. # 31). საქართველოში ყოფნის შედეგად დაიწერა პიესა „თამარ დედოფალი“ და შთაბეჭდილებები „ზღაპრულ ქვეყანაში“ (1903). კ. ჰამსუნი მოხიბლა საქართველომ, მისმა არქიტექტურულმა ძეგლებმა – სვეტიცხოველმა, ჯვარმა და სხვ. მან აღწერა თბილისი თავისი ქუჩებითა და უბნებით, განსაკუთრებით მოეწონა აღმოსავლური ბაზარი, ხელოსნების, მჭედლებისა და მედუქნეების რიგები; გააოცა ხალიჩების მქსოველებმა, რომლებიც იქვე, მის თვალწინ, ქსოვდნენ ულამაზეს ხალიჩებს. კ. ჰამსუნისათვის აღმოჩენა იყო ქართული ანბანი, ასოების დახვეწილი მოხაზულობა: „ყველაზე საოცარია ქართული ასოები“ – წერდა ის - „ვერ ვხვდები, ევროპელები და ამერიკელები რით დგანან ამათზე მაღლა“.
კ. ჰამსუნი გარდაიცვალა თავის მამულში, ნორჰოლმში.