მიანსაროვი-იოსელიანი სერგო არკადის ძე (3. V. 1916, თბილისი, - 7. II. 1966, ერევანი), საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1953), (დედით იოსელიანი). დაამთავრა თბილ. სამშ. ტექნიკუმი. თბილ. საარტ. სასწავლებელი (1940), რ-ის დასრულების დამთავრების შემდეგ სოხუმის ქვეითთა სასწავლებელში მსახურობდა ოცმეთაურად, ასმეთაურად, სასწავლო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939-45). 1943 იყო უკრაინის 1-ელი ფრონტის მე-13 არმიის დაზვერვის უფროსის უფრ. თანაშემწე, 1944 - ამავე არმიის საინფორმაციო-სადაზვერვო განყ-ბის უფროსი, მოგვიანებით - მე-13 არმიის 24-ე მსროლელთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, 1946-51 მსახურობდა ამიერკავკ. სამხ. ოლქში. 1951 იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, 1951-56 - სომხეთის მსროლელთა დივიზიის მეთაური. 1958 დაამთავრა გენ. შტაბის აკად. უმაღლესი კურსები. 1962 ავადმყოფობის გამო გადადგა სამხ. სამსახურიდან. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: Казарян А., Война, люди, судьбы. Очерки, Ер., 1975.
მ. გოგიტიძე