მიასნიკიანი

მიასნიკიანი, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სულდის ადმ. ერთეული). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდ. ქოდალისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1870. ახალქალაქიდან 22 კმ, 100 მცხ. (2014). სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.