მიგარია

მიგარია, მთა ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრ. განშტოების - მიგარიის კირქვული მასივის (მდ-ების ტეხურისა და ხობის წყალგამყოფი) სამხრ. ქარაფზე. ზ. დ. 2024 . აგებულია ცარცული ასაკის მასიური კირქვებით. შემოსილია ძირითადად სუბალპ. და ალპ. მდელოთი, ფერდობებზე ზოგან შემორჩენილია უნიკალური მეზოფილური - ბზის, წაბლის და კოლხური ენდემების ტყე.