მიგრიაულები, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხეობის ადმ. ერთეული). მდებარეობს ქართლის ქედის დას. კალთაზე, მდ. წირდალისხევის (არაგვის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 980 მ, დუშეთიდან 31 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.