მიგრიაულთა

მიგრიაულთა, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (მაღაროსკარის ადმ. ერთეული). მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ფშავის არაგვის მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 1200 - 1320 . დუშეთიდან 46 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014).        

სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.