მიზანდარი გივი ვალერიანის ძე (2. VII. 1932, ქუთაისი, -? II. 2008, თბილისი), მოქანდაკე. საქართველოს დამს. მხატვარი (1979). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1959). 1959-60 მუშაობდა თბილ. მ. თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. 1960_63 ჰანოის (ვიეტნამი) სამხატვრო ინ-ტში; 1964-68 იყო თბილ. სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, 1968-70 - კამპუჩიის სამეფოს (ახლანდ. კამბოჯა) ნატიფ ხელოვნებათა უნ-ტის კათედრის გამგე (1969 - პროფესორი), 1970-იდან კვლავ იყო თბილ. სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. ნამუშევრები: "ოსვენციმი არ განმეორდება" (1959, ოსვენციმის მუზეუმი, პოლონეთი), "ლასლო პაპის პორტრეტი" (1962), "თავისუფალი შრომის გმირი" (1962, ჰაიფონი), "ხო ში მინის პორტრეტი" (1962, რევოლუციის მუზეუმი, ჰანოი, შესრულებულია ნატურიდან), "მოხუცის პორტრეტი" (1965), "ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი" (1972, თბილისი), "რევოლუციონერის დედა" (1977) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. სახელმწ. ეროვნ. გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ., ჰაიფონის (ვიეტნამი) ხელოვნების, ოსვენციმის (პოლონეთი) მუზეუმებში. 1960-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მ. შ. აღსანიშნავია 1962 ვიეტნამში გამართული პერსონალური გამოფენა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).