მიზანდარი ვალერიან ლევანის ძე

მიზანდარი ვალერიან ლევანის ძე (12. III. 1911, ქუთაისი, _ 6.XII.1982, იქვე), მოქანდაკე. საქართველოს სახ. მხატვარი (1980). დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1932). იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. მუშაობდა მონუმენტური და დაზგური ქანდაკების დარგში. 1934-იდან. მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში, მისი თაოსნობით დაარსდა ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა კავშირის რეგიონული ორგანიზაცია და სამხატვრო ფონდი. ნამუშევრები: „ლენინი სტუდენტობისას" (1937, კერძო კუთვნილება), „კოლხიდელი ქალიშვილი" (1939, მარმარილო, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი), „ა. წერეთლის პორტრეტი" (1964, თაბაშირი), „მეფოლადე ნანიტაშვილი" (1952, ქვა), „შურისმაძიებელი" (1964, თაბაშირი - ყველა დ. შევარდნაძის სახ. სახელმწ. ეროვნული გალერეა); ა. სუვოროვის (1945, ქვა, სანქტ-პეტერბურგი), ვ. მაიაკოვსკის (1953, ქვა, ქუთაისი, თანაავტორი გ. ნიკოლაძე) და ვ. კიკვიძის (1958, ბრინჯაო, თბილისი, თანაავტორი გ. ნიკოლაძე, აიღეს 1991) მონუმენტები და სხვ.