მითაგვარია ნოდარ პროკოფის ძე (დ. 29. I. 1941, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1990), აკადემიკოსი (2013).
დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი (1964). იყო ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1967-71), თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის ლაბორ. ხელმძღვანელი (1971-91), დირექტორის მოადგილე (1980-91), თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყ-ბის (1991-2011), ასევე ი. ბერიტაშვილის ექსპერ. ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყ-ბის ხელმძღვანელი (2011-21), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ფიზიოლ. და მედიც. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2015-21).
მ-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა თავის ტვინის სისხლით მომარაგების მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციონირების ექსპერ. კვლევა და ანალიზი ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიის პირობებში; ონკოლოგიურ კლინიკაში გამოსაყენებელი ლოკალური და მთელი სხეულის ჰიპერთერმიით მკურნალობის თერაპიული ეფექტისა და მისი დარღვევის ფიზიოლ. მექანიზმების კვლევა და სხვ. მ. ნაყოფიერ სამეცნ.-კვლევითი მუშაობას ეწეოდა კლინ. და ექსპერ. მედიცინის ცენტრში (1973, ვარშავა, პოლონეთი); მ. პლანკის ფიზიოლ. სისტემათა (1975, დორტმუნდი, გერმანია) და როზველპარკის მემორიალის (1978, ბუფალო, აშშ); in-tebSi Western Tumor Medical Group, ven naisSi (1983, aSS); Pan Dynammics Medical Corporation-Si (1986, los-anjelesi, aSS); Valley Cancer ინსტიტუტე-ში (1990, ლოს-ანჯელესი, აშშ); ღოლლინს ჩოლლეგე—ში (ვინტერ პარკი, ფლორიდა, აშშ).
მ. არის სხვადასხვა საერთაშ., მ. შ. საქართვ. სამეცნ. საბჭოს წევრი, თავ-რე და კონსულტანტი: Valley Cancer Institute-ის უფროსი კონსულტანტი (1991-იდან, ლოს-ანჯელესი, აშშ); კლინიკური ჰიპერთერმიის საერთაშ. საზ-ბის (ICHS) პრეზიდენტი (2010–11); თავის ტვინის კვლევის საერთაშ. ორგანიზაციის (IBRO) და ევროპის ნეირომეცნიერთა საზ-ბების ფედერაციის (FENS) მმართველი საბჭოს (2008-16), ასევე საერთაშ. სამეცნ-კვლ. საზ-ბა შიგმა-Xი-ს (2012-იდან) wevri, BAC Health Resource Corporation-ის (ტარზანა, აშშ) სამეცნ. მრჩეველი (2017-19); საქართვ. ნეირომეცნიერთა საზ-ბის აღმასრ. მდივანი და პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი (2008_16); საქართვ. ფიზიოლოგთა საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (2000-იდან დღემდე).
მ. არის მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, მ. შ. ბიოლოგიის VII კლასის სახელმძღვანელოს, სამეცნ. სტატიების ავტორი. მიღებული აქვს. ბერიტაშვილის სახ. პრემია (2001). დაჯილდოებულია საერთაშ. ორდენით "Merit for Life" (1991), ასევე სსრკ მეცნ. აკადემიის ფიზიოლოგიის განყ-ბის პირველი პრემიითა და საპატიო დიპლომით (1991).
თხზ.: მანგანუმი და ცენტრალური ნერვული სისტემა, თბ., 2003; ადამიანის ფიზიოლოგია ყველასათვის, თბ., 2013; Устойчивость циркуляторного обеспечения функций головного мозга: Ауторегуляция. Кислород. недостаточность. Функцион. Нагрузка, Tb, 1983; Введение в общую теорию регуляции кровообращения - Тб., 1990; Cerebral Blood Flow Regulation (Tanaavtori). – NY, Nova Publishers, 2009; New York, 2016. Systemic, Cellular and Molecular Mechanisms of Physiological Functions and Their Disorders: Proceedings of I. Beritashvili Center for Experimental Biomedicine New York, 2018.