მითაიშვილი ალექსანდრე ავგუსტის ძე

მითაიშვილი ალექსანდრე ავგუსტის ძე (12. IX. 1912, სოფ. ჯუმათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, _ გარდაცვ. წელი უცნობია, მოსკოვი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), რსფსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). 1934 დაამთავრა მოსკ. საგეგმო-ეკონ. ინ-ტი, 1940-იდან მუშაობდა სსრკ საგეგმო კომიტეტში ტრანსპ. განყ-ბის უფროსად, 1953-69 იყო საწყლოსნო ტრანსპ. ეკონ. და ექსპლუატაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ხელმძღვანელი, ხოლო 1970-იდან - სსრკ საგეგმო კიმიტეტთან არსებული კომპლ. სატრანსპ. პრობლემების ინ-ტის დირექტორის მოადგილე.

მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების, რ-ებიც ეხება ტრანსპ. განვითარების ეკონ. პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Внутренний водный транспорт капиталистических стран, М., 1957; Проблемы развития внутренного водного транспорта СССР, М., 1963; Экономические проблемы развития транспорта, М., 1982; Экономика внутреннего водного транспорта, М., 1983.