მითაიშვილი რამინ ლავრენტის ძე

მითაიშვილი რამინ ლავრენტის ძე (28. XI. 1942, სოხუმი,– 8. VIII. 2021, თბილისი), ინჟინერ-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1991). დაამთავრა მოსკოვის საავტ.-საგზაო ინ-ტი (1996). იყო საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონ., დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში განყ-ბის გამგე (1982_95), ეკონ. მინისტრის მოადგილე (1995_2000), შპს „საქართველოს რკინიგზაში“ – გენ. დირექტორის მოადგილე ეკონ. დარგში (2000–04), შპს „საქაერონავიგაციაში“ – ეკონ. სამსახურის უფროსი (2004_21). მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, რ-ებიც ეხება დარგობრივი ეკონომიკისა და ფასწარმოქმნის საკითხებს.

თხზ.: ბიზნესის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 1997; Система показателей деятельности на поссажирском автомобильном транспорте, М., 1987.