ბოცოსძე მემნა (იგივე ივანე-მემნა), XIII ს. I ნახევრის ქართველი მოღვაწე. სამცხის დიდგვარიან ფეოდალთა – ბოცოსძეთა პირველი თაობის წარმომადგენელი, ბოცო ჯაყელის ძე. 1226, ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ მემნასა და მის უმცროს ძმას ბოცო ბოცოსძეს დაავალა თბილ. დაცვის ხელმძღვანელობა. ქალაქში მცხოვრებმა მაჰმადიანებმა უღალატეს ქართველებს და მემნა მოკლეს, რის შემდეგაც მტერი ქალაქში შეიჭრა.
ლიტ.: იხ. სტ-თან ბოცოსძენი.
ნ. შოშიაშვილი