გარაყანიძე ედიშერ გიორგის ძე

ე. გარაყანიძე

გარაყანიძე  ედიშერ გიორგის ძე (24. II. 1957, თბილისი, - 5. IX. 1998, იქვე), ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, მგალობელ-რეგენტი, პედაგოგი, კომპოზიტორი. 1981 დაამთავრა  თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკ-ტის ფოლკლორის განყ-ბა. 1984-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე კონსერვატორიის პედაგოგი. სტუდენტობის წლებში მღეროდა ხალხ. სიმღერის სახელმწ. ანსამბლში, რ-საც შემდგომში „თბილისი“ ეწოდა. იყო თბილ. სიონის საკათედრო ტაძრის შერეული გუნდის მგალობელი.

 1980, ჯერ კიდევ სტუდენტმა, დააარსა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“, რ-იც ეთნომუსიკალურ თეატრს წარმოადგენს. ამავე პერიოდიდან აწყობდა ექსპედიციებს საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ხალხ. სიმღერების  მოსაპოვებლად. 1991 დააარსა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრ. სტუდია „ამერ-იმერი“, სადაც დაამკვიდრა საგანთა კომპლექსური სწავლება ფოლკლორული ნიმუშების სინკრეტული შესრულების სრულყოფისათვის. 

გ. 1991-96 პერიოდულად კითხულობდა ლექციებს ჟენევაში, პარიზში, როტერდამში, ბერლინში, კიოლნსა და რეგენსბურგში.  60-მდე ქართ. სიმღერა შეასწავლა ინგლისელ მუსიკის მოყვარულებს. წერდა საგალობლებს, ავტორია მუსიკისა თბილ. ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებისათვის „ნაცარქექია“ (1983) და „ბურატინო“ (1984).

გ-ის მოღვაწეობით ახალი ხანა დაიწყო ქართ. მუს. ფოლკლორის ინტერპრეტაციის სფეროში. მან ანსამბლი „მთიების“ მეშვეობით ააღორძინა და დაამკვიდრა ხალხ. სიმღერის ავთენტიკური შესრულების პრინციპი. -მ აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. ეთნომუსიკოლოგიის განვითარებაში.

2024 დიდ ბრიტანეთში გამოიცა -ის პროექტით შედგენილი წიგნი „99 ქართული სიმღერა“. ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს ადგილობრივსა და საერთაშ. ჟურნალებსა  და სამეცნ. კრებულებში.

თხზ.: რჩეული წერილები, თბ., 2007; ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა, თბ., 2007.

თ. წულუკიძე