იოვანა (Ιωάννα Φάσσου Καλπαξή) ფასოუ კალპაქსი (დ. 14. XI. 1938, ამალისი, საბერძნეთი), ბერძენი მომღერალი, მწერალი. 1963 საგასტროლოდ იმყოფებოდა ყირიმში. ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან გაეცნო რ. ლაღიძის „თბილისოს“ პარტიტურას და გადაწყვიტა მისი ორიგინალში შესრულება. ეძებდა ენის მცოდნეს. ქართველის დახმარებით ლათინური ასოებით ჩაიწერა სიმღერის ტექსტი, რ-ლიც მალევე შეასრულა ორკესტრის თანხლებითა და ლ. ფლერარის დირიჟორობით.
1965 გაიმარჯვა ევროვიზიის კონკურსში. 80-იანი წლებიდან კი მიატოვა სცენა და სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. მისი პირველივე რომანი „ნახვამდის“ (1986) ბესტსელერად იქცა. გამოსცა ლექსების კრებულებიც. არის 22 წიგნის ავტორი.
2011 მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.