მინდვრის გვირილა

მინდვრის გვირილა (Leucanthemum vulgare), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძეა 15–50 სმ, აქვს დიდი კალათა ყვავილედი.

გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება თითქმის ყველგან; განსაკუთრებით მოდებულია მთიან ნაწილში მდელოების სარეველად (ხშირად მდელოზე მხოლოდ მ. გ. ჩანს).

აშენებენ დეკორ. მცენარედ. იყენებენ აგრეთვე ხალხ. მედიცინაში. ზოგჯერ გვირილასაც უწოდებენ.