მინდვრისნემსა

მინდვრისნემსა (Galium verum), მრა­­­­­ვალწლოვანი ბალახოვანი მცე­ნარე ენდროსებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძე 20–50 სმ აღწევს. აქვს საგველასებრ ყვავილედში თავმოყრილი კაშკაშა ყვითელი ყვავილები. გავრცელებულია ძირითადად ჩრდ. ნახევარსფეროში.

საქართველოში იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპ. სარტყლამდე. ფესვებისგან ამზადებენ მომწვანო-მოყვითალო და წითელ საღებავს. იყენებენ ხალხ. მედიცინაში.