„ეკალი“

„ეკალი“, იუმორისტული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1907. იბეჭდებოდა პოლიტ. სატირით გამსჭვალული წერილები, კარიკატურები, რ-ებიც ეკუთვნოდა როტერსა (ო. შმერლინგი) და გ. ზაზიაშვილს. თარიღის აღუნიშნავად გამოვიდა ორი ნომერი (რედ. – ა. წერეთელი, გამომც. – თ. ბაქრაძე).