მიქაელ ქართველი

მიქაელ ქართველი, სასულიერო მოღვაწე, წმინდანი. მის შესახებ შემორჩენილი ცნობები მწირია. მოღვაწეობდა IX ს-ში იერუსალიმის პატრიარქ სერგის დროს. იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში ნახსენებია როგორც ულუმბოს მონასტრის აღმშენებელი – „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ირკვევა, მ. ქ-მა და არსენმა ულუმბოს მთაზე ქართველთა ბერ-მონაზვნობას ჩაუყარეს საფუძველი.

საქართვ. სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ღირსი მიქაელის ხსენების დღეა 3 (16) მაისი.

ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ., 2004.

თ. მარგველაშვილი