მიქვაბია ჯარნას თამშუგის ძე

მიქვაბია ჯარნას თამშუგის ძე (1906, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 19. IV. 1977, სოხუმი), თეატრის მსახიობი, აფხაზეთის სახ. და საქართვ. დამს. (1954) არტისტი. 1935-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახ. დრამ. თეატრის აფხაზური დასის მსახიობად. შესრულებული როლები: მეთევზე (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), კობლუხი (ს. ჭანბას „სეიდიკი“), ტიხონოვი (ა. დავურინას „ვოლკოვების ოჯახი“), კლემენტი (ნ. მიქავასა და გ. აბაშიძის „სამყაროს ფერები“), მონტანო (უ. შექსპირის „ოტელო“) და სხვ. მისი შესრულებული როლები ზუსტად ასახავდა გმირის ხასიათს.