„მიწა“, ყოველკვირეული გაზეთი, სოციალისტ-ფედერალისტების გამოცემა. გამოდიოდა 1906–08 თბილისში გაზ. „გლეხის“ ნაცვლად. 1906 გამოვიდა №№1–16, 1907 – №№19, 1908 – №№1–2. ოფიც. რედ.-გამომც. – გ. ტატიშვილი, ფაქტობრივი რედ. – ს. ფირცხალავა. გაზეთი აშუქებდა გლეხობის მდგომარეობას საქართველოსა და რუსეთში.