მიწაყარა

მიწაყარა (Lactarius insulsus), ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს, რ-იც მოყვითალოა, ტალღოვანი, ტიტველი, შეკეცილკიდეებიანი, კიდეებისკენ კონცენტრული რგოლები დაჰყვება. ფეხი თეთრია და მოყვითალო, აქვს ჩაღრმავებული ლაქები. ფირფიტები მოთეთრო-მოყვითალოა, რბილობი – თეთრი; გადატეხისას გამოყოფს თეთრ, ძალიან ცხარე რძის მაგვარ სითხეს. იზრდება ფოთლოვან ტყეში (განსაკუთრებით მუხნარში) ზაფხულში და შემოდგომით. საკვებად გამოიყენება დამწნილებული.

ი. ნახუცრიშვილი