მიწის რწყილები (Alticinae Halticinae), ხოჭოების ქვეოჯახი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5–20 მმ აღწევს. ცნობილია მ. რ-ის 10000-მდე სახეობა, მ. შ. აღსანიშნავია ჭია-წურბელა, სატაცურის ჭახია, წიწმატის ფოთლიჭამია, მჟაუნას ფოთლიჭამია, თხილის რწყილი, ვაზის რწყილი, პურის რწყილი და სხვ. მცენარიჭამიებია. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული 71 სახეობა. მ. რ-ს აქვთ გაგანიერებული უკანა ფეხები, რ-თა მეშვეობითაც დახტიან. ხოჭოები აზიანებენ ფოთლებს, მატლები – ფესვებსა და ღეროებს. სოფლის მეურნეობაში მ. რ. ერთ-ერთ ძირითად მავნებლად ითვლებიან.
ა. ბუხნიკაშვილი