ეკლარის ქვა, ამ სახელწოდებით ცნობილია ქუთაისის მიდამოებში (თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნართან) გვიანდ. ცარცული ასაკის სქელშრეებრივი კირქვები. არსებობს ე. ქ-ის ორი სახეობა: მოთეთრო-მონაცრისფრო და მოვარდისფრო-აგურისფერი. იგი ლამაზი შეფერილობის ადვილად დასამუშავებელი ქვაა, რის გამოც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. ე. ქ-ით არის მოპირკეთებული თბილისის სპორტის სასახლე, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. რედაქციის ყოფ. შენობა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი, მრავალი შენობა ქუთაისში და სხვ.
ვ. ქოიავა