მიხაილოვი ალექსანდრე

მიხაილოვი ალექსანდრე (1850, ოდესა (რფ), –1912, თბილისი), ფოტოგრაფი. ოდესიდან თბილისში ძმასთან ერთად მოხეტიალე ცირკს ჩამოჰყვა და დარჩა. 1870 მან სასახლის ქუჩაზე გახსნა პირველი ფოტოსახელოსნო. 1874 მ. გადასახლდა ქუთაისში და ცოლად შეირთო ნ. ჩირაძე. 1878 მან მელქო კაჩუხაშვილთან (1841–1922) ერთად თბილისის ქუჩაზე გახსნა ფოტოატელიე, სადაც იღებდნენ საზ-ბის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების ფოტოებს. 1882 ქუთაისში სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულმა მ. ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებისთვის დადგა „ცოცხალი სურათები“ პოემიდან. ჩვენამდე მოღწეულია მ-ისა და მ. კაჩუხაშვილის მიერ გადაღებული ამ დადგმების ფოტოსურათები, მ. შ. არის ორი ფოტო, სადაც ტარიელს განასახიერებს აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის შვილი გიორგი.

მ. მუშაობდა თავის ცენტრალურ ფოტოატელიეში ვორონცოვის ქუჩაზე.