მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი

მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი [19 (25). X. 1832, სანქტ-პეტერბურგი, – 5 (18). XII. 1909, კანი, საფრანგეთი), დიდი მთავარი, იმპ. ნიკოლოზ I-ის მეორე ვაჟი. გენ.-ფელდმარშალი (1878). პეტერბურგის მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1855). კავკ. მეფისნაცვალი და კავკ. არმიისა და სამხ. ოლქის სარდალი (1862–81); რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) დროს – კავკ. არმიის მთავარსარდალი. სახელმწ. საბჭოს თავ-რე (1881–1905). ქართვ. თავადაზნაურთა წრეებში სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ფლობდა მამულებს იმპერიის სხვადასხვა ადგილას, მ. შ. ბორჯომში, სადაც ააგო სასახლე (იხ. ლიკანის სასახლე).

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.