მიხელიძე ვიტალი კაპიტონის ძე (დ. 31. XII. 1946, სოხუმი), გენერალ-მაიორი (2000), საქართვ. სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1996). დაამთავრა სახელმწ. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა (1977). 1969–91 მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების ორგანოებში. 1992–93 იყო ქ. სოხუმის მერიის იურიდ. სამსახურის უფროსი, 1996–2001 აფხაზეთის არ სახელმწ. უშიშროების მინისტრის 1-ელი მოადგილე, 2005-იდან გავიდა თადარიგში. 2008-იდან მუშაობს საქართვ. დაზვერვის სამსახურში კონსულტანტად. არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
მ. გოგიტიძე