მენთეშაშვილი თენგიზ ნიკოლოზის ძე (26. III. 1928, თბილისი, – 25. IV. 2016, მოსკოვი), სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი (1982–89). დაამთავრა სპი (1950, ახლანდ. სტუ). 1950-იდან მუშაობდა რუსთავის მეტალ. ქ-ნაში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1952–53 იყო საქართვ. ალკკ რუსთავის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1953–56 – ინსტრუქტორი; 1956–58 – საქ. ალკკ ცკ განყოფილების უფროსის მოადგილე, მდივანი (1958); 1958–61 – საქ. ალკკ ცკ-ის მეორე მდივანი; 1961–63 – საქ. კპ ცკ-ს მრეწველობისა და ტრანსპორტის განყ-ბის უფროსის მოადგილე; 1963–66 – საქ. კპ რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1966–68 – საქ. კპ ცკ-ს ვაჭრობის განყ-ბის უფროსის მოადგილე; 1968–72 – საქ. კპ ცკ-ს მსუბუქი და კვების მრეწველობის განყ-ბის უფროსის მოადგილე; 1972–74 – საქართვ. კპ ცკ-ის ორგანიზაციული და პარტ. მუშაობის განყ-ბის უფროსის მოადგილე; 1974 – საქ. კპ თბილ. საქალაქო კომიტეტის მეორე, 1974–82 – პირველი მდივანი; 1989–92 – სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი. ამავე დროს იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს კანონიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრი, სკკპ ცკ წევრობის კანდიდატი (1986–90), სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს დეპუტატი (1974–89) საქ. სსრ-დან, სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უმაღლესი საბჭოს წევრი (1989–91).
მ. იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998) და სხვა სახელმწ. ჯილდოები.