მონაზონი, პირი, რომელმაც საკუთარი ნებით აირჩია რელიგიური ცხოვრების ასკეტური წესი. მ. ზოგადი სახელია თუმცა ყოველდღიურ მეტყველებაში იგი მდედრობითი სქესის მოღვაწეს აღნიშნავს, ხოლო მამაკაც მ-ს ბერი ეწოდება. ტერმინები ბერი და მ. სინონიმებია სამღვდელო ხარისხების აღნიშვნის დროს, კერძოდ „შავ“ სამღვდელოებაში დიაკვნის ხარისხს ბერდიაკონი შეესაბამება, ხოლო მღვდლისას – მღვდელმონაზონი. ბერ-მონაზვნობა უპირატესად მონასტრულ ცხოვრებას უკავშირდება (იხ. მონასტერი). თუმცა არსებობს ბერ-მონაზვნული ცხოვრების სხვა. წესიც – ანაქორეტული (განდეგილური). (იხ. მეუდაბნოება).
ზ. ეკალაძე