მონასელიძე ავთანდილ ირაკლის ძე

მონასელიძე ავთანდილ ირაკლის ძე (18.VI. 1947, თბილისი, – 20. I. 2022, იქვე), მოქანდაკე. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყ-ბა (1974). 1973-იდან მონაწილეობს გამოფენებში. ნამუშევრები: „მწყემსი“ (1975; ბრინჯაო), „მემატიანე“ (1979; ბრინჯაო), „ბერიკაობა“ (1981; სკულპტურული კომპოზიცია, ბრინჯაო; არქიტ. გ. ჯანბერიძე; თბილისი), „ცირკი“ (1986; სკულპტურული კომპოზიცია, სპილენძი; ქ. ჯაფარიძესთან ერთად; არქიტ-ები: ვ. ბახტაძე, ა. სურვილაძე; ორივე თბილისი), „ქირონი და ორფეოსი“ (1988; ბრინჯაო), „სატირი და ნიმფა“ (1991), „შენ ხარ ვენახი“ (1998), „რონალდ რეიგანი“ (2011; ბრინჯაო, არქიტ. მ. მაისურაძე, თბილისი) და სხვ. მონაწილეობდა გამოფენებში: „ქვეყნის სიჭაბუკე“ (1976; მოსკოვი), ახალგაზრდა მხატვრების საერთაშ. გამოფენა (1976, ბერლინი), „მცირე პლასტიკა“ (1987, ბუდაპეშტი), „ქართული დაზგური ქანდაკება“ (1991, სეგ, ამჟამად დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა), „საბერძნეთი ქართულ სახვით ხელოვნებაში“ (1998, სეგ); „სპორტი სახვით ხელოვნებაში“ (1999, სეგ) და სხვ. მიღებული აქვს საქართვ. კომკავშირის პრემია (1984), პარიზის საერთაშ. გამოფენისა (1984) და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების I ბიენალეს ვერცხლის მედალი (1986, თბილისი) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. და ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეებში, იტალიისა და ნიდერლანდების კერძო კოლექციებში და სხვ.