მონასტერი

მონასტერი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში (გდუს ადმ. ერთეული). მდებარეობს ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ალეურის (ქსნის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1140 , ახალგორიდან 17 კმ. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების მრგვალი კოშკი და წმ. იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია, აგრეთვე ეკლესიის ნანგრევი. სოფლის მიდამოებში მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი, რ-შიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო და სატრაპეზო.

მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.