მოქალაქეობა

მოქალაქეობა, პირის პოლიტიკური და სამართლებრივი კავშირი რომელიმე სახელმწიფოსთან.

-ის ცნება ანტ. საბერძნეთის ქალაქებისა და ქალაქ-სახელმწიფოებიდან იღებს სათავეს. . ენიჭებოდათ ქონების მესაკუთრეებს, მაგრამ არა ქალებს, მონებს ან საზოგადოების უღარიბეს წევრებს. საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოს მოქალაქეს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეკისრებოდა გადასახადების გადახდა და სამხედრო სამსახური.

შუა საუკუნეების საქართველოში -ებად იწოდებოდნენ თბილისში მუდმივად მცხოვრები სახელმწიფო ყმა ვაჭარ-ხელოსნები, რ-ებიც ქალაქში ფლობდნენ უძრავ ქონებას და იხდიდნენ სახელმწ. გადასახადს.

მოქალაქეს მინიჭებული აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებები, სარგებლობს სახელმწიფოს დაცვით და აკისრია მოვალეობები (გადასახადების გადახდა, სამხედრო სამსახური). . პირს ანიჭებს იმ უფლებებს, რაც არ გააჩნიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და -ის არმქონე პირებს. ეროვნება ყოველთვის არ არის -ის იდენტური. უცხოელის საპატიო . არ წარმოშობს ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს. პირი, რ-იც ერთი ქვეყნის მოქალაქეა, განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.

. მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. ნატურალიზაცია ნიშნავს უცხოელის ან -ის არმქონე პირისათვის მისივე მოთხოვნით ან თანხმობით მ-ის მინიჭებას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. -ის მსგავსი დაცვით შეიძლება სარგებლობდეს საჰაერო ან საზღვაო ხომალდები.

საქართველოში -ის ძირითად პრინციპებს, მისი მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს საქართვ. ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ (2014).

საქართველოს -ს დაბადებით მოიპოვებს პირი, რ-ის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა; საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციით დაბადებული პირი, თუ მისი მშობლების მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს; მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რ-იც საქართვ. ტერიტორიაზე დაიბადა; საქართვ. ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რ-ის ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე -ის არმქონე პირია, ხოლო მეორე – უცნობია.

ნატურალიზაციის გზით საქართვ. მ-ის მინიჭება შეიძლება ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო და აღდგენის წესებით.

სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს საქართვ. . საქართვ. პრეზიდენტმა . საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რ-საც საქართვ. წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რ-ისთვისაც -ის მინიჭება სახელმწ. ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართვ. მოქალაქე შეინარჩუნებს -ს, თუ იგი სხვა ქვეყნის -ის მოპოვებამდე საქართვ. სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას -ის შენარჩუნებაზე.

საქართველოს -ის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართვ. პრეზიდენტი.

ი. უჯმაჯურიძე