მოღობილა, მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოებაზე, მდ-ების – ჩამალეთისხევისა (ლაიშურის მარჯვ. შენაკადი) და საკრაულის (ხანისწყლის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფზე, ზ. დ. 2241 მ. აგებულია შუა ეოცენური ანდეზიტური განფენებით, კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით.