მოშთობა

მოშთობა, სასჯელის სახეობა, რომელიც ითვალისწინებდა დამნაშავის სიკვდილით დასჯას დახრჩობით. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ., როგორც სიკვდილით დასჯის ფორმა, მონღოლური წარმოშობისაა. ქართული სისხლის სამართლისათვის სიკვდილით დასჯა მხოლოდ თავის მოკვეთითა და „ჩამორჩობით“ იყო ცნობილი. ის იშვიათი სასჯელი იყო და გამოიყენებოდა მეფისა და სახელმწიფოს ღალატის, აგრეთვე მეფის პირადი საჯარო სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მეკობრეობის შემთხვევაში. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის მიხედვით, . განმარტებულია როგორც მოხრჩობა წყლით ან საბლით. კერძოდ, გვხვდება ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შეტანილი ბერძნული სამართლის წიგნის („სამართალი ბერძული“) 41-ე და კათალიკოსთა სამართლის წიგნის („სამართალი კათალიკოზთა“) 21-ე მუხლებში.

ლიტ.: ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1963.

ი. უჯმაჯურიძე