მოცვნარი

მოცვნარი, სოფელი გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (შრომის ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. სეფის ნაპირებზე, ზ. დ. 100 , ოზურგეთიდან 30 კმ, ურეკიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ, 873 მცხ. (2014). სახელი ეწოდა მოცვის კულტურის გამო, რ-იც გაშენებული იყო სოფელში. საბჭ. პერიოდში მოცვი ჩაანაცვლა ჩაიმ და სხვა სუბტროპ. კულტურებმა. XX ს. 50-იან წლებში სოფელს გმირთა უბანი ეწოდებოდა.