მოძვი

მოძვი, სოფელი იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჯალაურთის ადმ. ერთეული). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. ყვირილის მარცხ. ნაპირას, მდ-ების – დასავლეთის ფრონესა და რკვიანას ხეობებს შორის. ზ. დ. 800 . საჩხერიდან 15 კმ, 738 მცხ. (2014). -ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

სოფელში დგას წმ. გიორგისა (XIX–XX სს.) და გვიანი შუა საუკუნეების იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები.