მოწონელიძე არჩილ ნიკოლოზის ძე (დ. 25. VII. 1945, ქუთაისი), ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექნ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი (1967). 1968-იდან მუშაობდა სპი-ში ჰიდროტექნ. ნაგებობების კათედრის ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად, დოცენტად (1972–80), პროფესორად, კათედრის გამგედ (1990–91), პრორექტორად (1989–94), რექტორად (2006–08), აგრეთვე საქართვ. ენერგეტიკისა და ჰიდროტექნ. ნაგებობების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ნაგებობათა სეისმომედეგობის განყ-ბის უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (1980–86), საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის დირექტორად (2005–06). 2015-იდან არის სტუ-ის პროფესორი ემერიტუსი.
მ-ის სამეცნ. კვლევები ეხება ბეტონისა და გრუნტის კაშხლების სიმტკიცის ანალიზს სტატიკური და სეისმური ზემოქმედებისას. მ. არის სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიწვეული პროფესორის სტატუსით იმყოფებოდა აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის წამყვან უნ-ტებში.
თხზ.: Methods of Strength Analysis of Concrete Dams – Progress Pathway, Saarbruken, 2013.