მოწონელიძე ნიკოლოზ სიმონის ძე

მოწონელიძე ნიკოლოზ სიმონის ძე (6. X. 1920, სოფ. ზედა ღვარდია, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 3. IX. 1993, თბილისი), ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექნ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი (1943). მუშაობდა თბილ. ჰიდროტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინტ-ში ინჟინრად (1944–47), სპი-ის ჰიდროტექნ. ნაგებობების კათედრის ლაბორანტად, ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად (1947–76), ამავე კათედრის გამგედ (1976–90), ჰიდროტექნ. და წყალარინების ფაკ-ტის დეკანად (1972–76).

-ის სამეცნ. კვლევები ეხება გრავიტაციული და კონტრფორსული კაშხლების სიმტკიცისა და მდგრადობის ანალიზს სტატიკური და დინამიკური ზემოქმედების დროს. მან შექმნა კონტრფორსული კაშხლების სიმტკიცის ანგარიშის ორიგინალური მატრიცული მეთოდი, რ-მაც საერთაშ. აღიარება მოიპოვა. . არის სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.

თხზ.: ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ნაწ. 1–2, თბ., 1977–82; Устойчивость и сейсмостойкость контрфорсных плотин, М, 1971; Stability and Seismic Resistance of Buttress Dams, N. Delhi, Oxford & IBH Publishing Co. Pvt. Ltd., 1987.