მოჭრილი გორა

მოჭრილი გორა, ძვ. წ. II–I ათასწლ. მიჯნისა და I ათასწლ. დასაწყისის სამოსახლო გორა სოფ. ჩალაუბნის (გურჯაანის მუნიციპ.) დას. განაპირა უბანში. ამ ხანაში გარე კახეთში მოსახლეობამ საცხოვრებლად მთის ფერდობებიდან ხელოვნურ ბორცვებზე გადაინაცვლა. მ. გ. წარმოადგენს ბუნებრივ, დაბალ, 50 . სიგრძის ბექობს, რ-საც თავდასაცავი ღრმა, საფეხურებიანი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. თხრილიდან ამოყრილი მიწა გამოყენებულია გარე ზღუდისთვისაც და სამოსახლოსთვისაც. მიწა შეზვინულია 2 -ზე და ქმნის 1000 2 ფართობს. თხრილს ნასახლარის მხარეს საფეხურებიანი შვეული კედლები აქვს, ყრილის მხარეს კი ისეთივე დამრეცი კედლები ისეა განლაგებული, რომ მომსვლელი რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო სამოსახლოზე მყოფი ადამიანის მხედველობით არეში. მ. გ. ორფენიანი სამოსახლოა. ქვედა ფენის (ძვ. წ. II–I ათასწლ. მიჯნა) სიმძლავრეა 2 . იგი შეიცავს ქვის საძირკვლებისა და თიხის კედლების ნაშთებს, ბანური გადახურვის ნანგრევებს. სათავსებში მცირე რაოდენობით აღმოჩნდა ამოღარული კონცენტრული ზოლებით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები, რაც ტიპურია კახეთის გვიანბრინჯაო-რკინის ხანის ძეგლებისთვის. ზედა ფენის (ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყ.) მშენებლებს გამოუყენებიათ ქვედა ნამოსახლარის მასალა. კულტ. ფენის სიმძლავრეა 0,5–0,7 . ზედა ნამოსახლარს თხემის კიდეზე დაჰყვება რიყის დიდი ქვების ზღუდე. იმავე ფენაში გამოვლინდა მრავალი სათავსი და პურის საცხობი თონე.

ნამოსახლარის უეცარ მიტოვებაზე მიგვითითებს იატაკზე აღმოჩენილი მრავალი ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთი (ცული, ისრისპირი და სხვ.), ხოლო ზედა შრეებში ბრინჯაოს ე. წ. „სკვითური“ ორფრთიანი ისრისპირების აღმოჩენა საშუალებას იძლევა დადგინდეს ნამოსახლარის განადგურების თარიღი (ძვ. წ. VII ს. დასასრ. – VI ს.) და მტრის ვინაობა.

ლიტ.: ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII საუკუნეები), თბ., 1973.

კ. ფიცხელაური