მოხვა, სოფელი იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტში (ცხომარეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრ. კალთაზე და გადაჭიმულია მდ. მოხვურის (ჯრუჭულის მარჯვ. შენაკადი) ხეობის გასწვრივ. ზ. დ. 820 მ, საჩხერიდან 15 კმ, 271 მცხ. (2014). მდ. მოხვურა მთელი სოფლის ტერიტორიაზე მიედინება, ამიტომ აქ ყველაზე მეტი წყლის წისქვილი იყო გამართული. მ-ში მდებარეობს 6 ეკლესია, მის ჩრდ-ით კი – კარსტული წარმოშობის დევის ტბა. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.