მოხირისი

მოხირისი, მუხირისი, მუხურისი, მოხორისი, მუხური, ციხე-ქალაქი და მხარე ეგრისში. ტოპონიმი მომდინარეობს მეგრული სიტყვიდან „მუხური“ და ერთდროულად მხარეს, კუთხეს აღნიშნავს. -ის (ქალაქი) ლოკალიზაცია არ არის დადგენილი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მდებარეობდა თანამედროვე დაბლა გომის მიდამოებში. წერილობით წყაროებში II ს-იდანაა დამოწმებული. იგი ეგრისის ერთ-ერთ ქალაქად მოხსენიებული აქვს პტოლემაიოსს თავის „გეოგრაფიაში“. V ს. დასაწყისში -ში რომაელთა გარნიზონის ერთი კოჰორტა იდგა. VI ს-ში იგი ვარციხესთან ერთად ეგრისის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. 662 -ში მცირე ხნით შეაჩერეს მაქსიმე აღმსარებლის თანამებრძოლნი.

., როგორც მხარე, მოხსენიებულია VI ს. ბიზანტ. ისტორიკოსების – პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის თხზულებებში. იგი მოიცავდა კოლხეთის დაბლობის ერთ ნაწილს, რ-იც მდ-ებს – რიონსა და ცხენისწყალს შორის იყო მოქცეული. -ში შედიოდა დაბლობი ზოლი ცხენისწყლის მარჯვ. და, სავარაუდოდ, რიონის მარცხ. ნაპირზეც, აგრეთვე _ ქუთათისი (ახლანდ. ქუთაისი). . მჭიდროდ იყო დასახლებული, ეგრისის სამეფოს ყველაზე დაწინაურებულ სამეურნეო რეგიონს წარმოადგენდა და შეესაბამებოდა შუაფეოდ. ხანის სამოქალაქოს. გვიანფეოდ. ხანაში -ის დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს ერთ მხარეში – ვაკეში შედიოდა (-ის სამოურავო).

წყარო: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. 1, თბ., 1961; ტ. 2, თბ., 1965; ტ. 3, თბ., 1936; ტ. 4, ნაკვ. I, თბ., 1941.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; გონიკიშვილი მ., იმერეთი XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1979; ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; ჭითანავა დ., ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში, თბ., 2010; ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, ტ. 1, თბ., 1949; მისივე, ეგრისის სამეფოს წარმოშობა, შრომები, ტ. 2, თბ., 1952; Меликишвили Г., К истории древней Грузии, Тб., 1959.

თ. ბერაძე