მოხოროთუბანი, სოფ. იმერეთის რეგიონის ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის ადმ. ერთეული). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. ციხისწყლის (მდ. ჯრუჭულის მარჯვ. შენაკადი) ნაპირებზე. ზ. დ. 520 მ. ჭიათურიდან 14 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). სოფელში მარმარილოს კარიერებია.
მ. სოფ. ზოდთან დაკავშირებულია ბონდის ხიდით, რ-იც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაწნული ხიდია (120 მ) საქართველოში და აგებულია სოფლის მცხოვრებთა მიერ XX ს. შუა წლებში.