მოჯორიანი მარიამ პეტრეს ასული

მოჯორიანი მარიამ პეტრეს ასული (5. VI. 1904, ლენინაკანი, ახლანდ. გიუმრი, – 12. X. 1972, თბილისი), სომეხი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1958). 1920-იდან გამოდიოდა წითელი არმიის ნაწილების წინაშე. ლენინაკანის (დღ. გიუმრი) სახელმწ. თეატრში შეასრულა წამყვანი როლები: მარგარეტი, სუსანი, სონა (ა. შირვანზადეს „ღირსებისთვის“, „ნამუსი“, „ბოროტი სული“), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო“), ამალია, ლუიზა (ფ. შილერის „ყაჩაღები“, „ვერაგობა და სიყვარული“), დეზდემონა, ოფელია, ლედი მაკბეტი (უ. შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“, „მაკბეტი“). 1923–26 და 1928–70 იყო თბილ. სომხ. თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა ივდითის (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), მარია ანტონოვნას (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ეფემერას, ნატალიას, ანანოს (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“), ტატიანას, ნატალიას (მ. გორკის „მტრები“, „ფსკერზე“), დეზდემონას, ოფელიას (უ. შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“), ნენოს (ს. შანშიაშვილის „არსენა“) და სხვ. როლები.