მრავალძალი (ყოფ. მთისკალთა), სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტში. ადმ. ერთეულის ცენტრი. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1840 მ, ონიდან 30 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. მის მახლობლად, 1900 მ სიმაღლეზე, მდებარეობს მრავალძალის ტბა. მ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს. სოფელში დგას XI ს-ით დათარიღებული მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია.